გორ დარმანიანმა, რომელმაც გმირულად მოიგერია 2015 წლის 19 მარტს, კონტაქტის ხაზზე, მოწინააღმდეგის სპეცრაზმის გაძლიერებული ჯგუფის თავდასხმა, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა.
სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ გორ დარმანიანი იმუშავებს იურიდიულ დეპარტამენტში, როგორც უფროსი სპეციალისტი.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, სამშობლოს დამცველის რეაბილიტაციის ცენტრში ვიზიტის დროს, მოუწოდა სხვადასხვა სტრუქტურებს, რომ დაჭრილი ჯარისკაცები მომავალში საჯარო სამსახურში მიიღონ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021