“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთთან, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები. ბაქოსა და ერევნის სრული შეთანხმებით, ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩვენგანის წინაშე არსებული გამოწვევების შესასრულებლად. ამისათვის აუცილებელია კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის კონსენსუსი,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ მინსკის ჯგუფი შეიქმნა კონფლიქტის ყველა მხარის თანხმობით და განაგრძობს მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის პოლიტიკურ მოგვარებას.
სომხური სააგენტო armenpress წერს, რომ ლავროვი ძალიან საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომელშიც მიუთითებს არცახს, როგორც კონფლიქტის მხარეს. საქმე იმაშია, რომ მინსკის ჯგუფი ჩამოყალიბდა იმ პერიოდში, როდესაც არცახი მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული და 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ლავროვი ამბობს, რომ ისინი მუშაობენ ერევანსა და ბაქოს შორის სრულ შეთანხმებაზე, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ ყველა მხარის “კონსენსუსი” საჭიროა პრობლემების მოსაგვარებლად.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მიუხედავად “სრულ შეთანხმებას” ერევანსა და ბაქოს შორის, ეს არ არის “კონსენსუსი”, რადგან არსებობს სხვა მხარე. მის განცხადებაში ის მიუთითებს, რომ მინსკის ჯგუფი შეიქმნა კონფლიქტის ყველა მხარის თანხმობით, რაშიც ლავროვი, არცახს როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარეზე მიანიშნებს.
ლავროვი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში პოლიტიკური გადაწყვეტა არ შეიძლება, სანამ არცახი სრულუფლებიან მხარედ არ დაბრუნდება, შეუძლებელია პრობლემების მოგვარება “კონსენსუსის გარეშე”.
ასევე აღსანიშნავია, რომ არცახის სრულუფლებიანი დაბრუნება კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ფაქტობრივად ნიშნავს აზერბაიჯანის მიერ არცახის მიღებას, როგორც დამოუკიდებელი მხარე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021