ნიკოლ ფაშინიანი ივლისში ნატოს სამიტს დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილებას. ინფორმაციას ამის შესახებ news.am აქვეყნებს.

ამავე ინფორმაციით, ფაშინიანი ბელგიაში 11-12 ივლისს ჩავა.

„სომხეთის პრემიერის მონაწილეობა ნატოს სამიტში მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია, ერევანი ნატო-ს პარტნიორად და სანდო მოკავშირედ მიიჩნევა“, – წერს სომხური გამოცემა.

Leave a Reply