მიმდინარე წლის აპრილ-მაისში სომხეთში რევოლუციური პროცესების დროს, ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკამ ზრდის ტემპი დააფიქსირა. თუმცა, ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახა.
ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის მაისის თვეში, 2017 წლის მაისთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 5.4%-ით გაიზარდა. ხოლო აპრილის თვეში, წინა წელის ამავე პერიოდთან შედარებით, 10.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-მაისში, 2017 წლის ამავე დროის მონაცემებთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021