ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს წერილი გაუგზავნა, სადაც მთავსობას მოუწოდა სომხეთის დახმარებისთვის გადადგას ნაბიჯები, იუწყება კონგრესმენ ჯექი სფირის ოფისი.
“ჩვენ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ სომხეთის დადებით პოლიტიკურ განვითარებას”, წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 25 კონგრესმენი აწერს, მათ შორის, სომხურ-ამერიკული ამხანაგური ჯგუფის პრეზიდენტები ჯექი სფირი და ფრენქ ფალონი.
კონგრესმენების განცხადებით, ხალხის მხარდაჭერით არჩეულ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინანს, უნიკალური შესაძლებლობა აქვს პოლიტიკური, სამთავრობო, ეკონომიკური და ზოგადად ქვეყნის რეფორმირებისთვის. ეს შესაძლებლობა მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს და მათ შეუძლიათ ამ რისკების შემცირებას შეუწყონ ხელი.
წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ აშშ-ის დახმარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.