თბილისში კრივის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ახალქალაქელი სპორტსმენი გახდა

13-18 ივნისს, თბილისში დავით კვაჭაძის სახელობის კრივის სერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც არტიომ იორდანიანმა, ახალქალაქიდან გაიმარჯვა.

ტურნირში მონაწილეობდნენ მოკრივეები საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან, მათ შორის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები.

91 კგ წონის კატეგორიაში საქართველოს 2018 წლის ვიცე-ჩემპიონმა, არტიომ იორდანიანმა ტურნირის ფინალურ ეტაპზე უკრაინის წარმომადგენელს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

Leave a Reply