ერევანში, მერის ტარონ მარგარიანის გადაწყეტილებით, 18 ივნისს, პირველი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
საინფორმაციო ცენტრში ტურისტებს შეეძლებათ ინფორმაცია მიიღონ ტურისტული ადგილების, ღონისძიებების, ტრანსპორტის, გასართობი ცენტრების, კვების ობიექტების შესახებ. მათ ასევე გადაეცემათ ერევნის რუკა ორე ენაზე და საინფორმაციო ბროშურები.
ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ყოველდღე 10:00-22:00 საათამდე იმუშავებს.