ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ფაშინინი ალიევს გაეცნო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის გაცნობა შედგა.

აღსანიშნავია, რომ მათი გაცნობა მოხდა დამოკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მიღებაზე, რომლებიც პუტინის მოწვევით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობისთვის იმყოფებოდნენ მოსკოვში.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ეს უბრალო გაცნობა იყო, არანაირი საუბარი და კონტაქტი არ შემდგარა.

LRAGIR.AM

Leave a Reply