სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერი ჟირაირ სეფილიანი, სამოქალაქო აქტივისტი გევორგ საფარიანი, ნერსეს პოღოსიანი, სასუნიკ კირაკოსიანი, გალუსტ გრიგორიანი და ჰრაირ თოპჩიანი გაათავისუფლა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ სასჯელის ფორმა შეეცვალათ შიდა პატიმრობით, რაც ქვეყნიდან გასვლას უკრძალავს.
სეფილიანი და მისი ექვსი მხარდამჭერი 2016 წლის 20 ივნისს დააკავეს. სასამართლომ 6 მხარდამჭერს 2-დან 5,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყველაზე ხანმოკლე პატიმრობა შეუფარდეს ჰოვანეს პეტროსიანს – ერთადერთ მსჯავრდებულს, რომელმაც სეფილიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
პეტროსიანის განცხადებით, მას დაევალა ერევანში ტელეანძის დაკავების მომზადება. დანარჩენი ექვსი მსჯავრდებული, მათ შორის სეფილიანი, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. სეფილიანისა და მისი ექვსი მხარდაჭერის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, შეიარაღებული დაჯგუფება „სასნა ცრერის“ 30-მდე წევრმა ერევანში პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება აიღო და ორ კვირაზე მეტი შეძლო იქ გამაგრება.
ისინი მოითხოვდნენ სეფილიანის გათავისუფლებას და მაშინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას. დაპირისპირების დროს დაიღუპა პოლიციელი, შემდეგ კი გაიმართა შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერებისა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. აქცია ძალლადობაში გადაიზარდა და დაიღუპა კიდევ ერთი პოლიციელი.
51 წლის სეფილიანი 1991-94 წლებში მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანთან, ამის შემდეგ ის მკაცრად აკრიტიკებდა სომხეთის სხვადასხვა მთავრობას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021