12 ივნისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეუთოს მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს იგორ პოპოვს, სტეფან ვისკონტრის, ენდრიუ შოფერს და ეუთოს ამჟამინდელი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელს შეხვდა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა ახალი რეფორმების განხორციელებაში მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრის დროს განიხილის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები, იმსჯელეს მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე და ასევე მშვიდობის შენარჩუნების ხელშემწყობ პირობებზე.
მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ეუთოს მინისკის ჯგუპის ფარგლებში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა.