სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ‘რუსეთის დღის’ მისალოცი ბარათი გაუგზავნა.
“მიიღეთ ჩემი გულთბილი მილოცვა სახელმწიფო დღესასწაულის, რუსეთის დღის აღსანიშნავად. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება კიდევ უფრო გააღრმავებს კავშირებს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ჩვენ ორ ხალხს შორის ურთიერთობის ღრმა ფესვები, საუკუნოვანი მეგობრობის, ძლიერი ნდობისა და ურთიერთდახმარების საფუძველზე, ხელს უწყობს სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი მოკავშირე პარტნიორობის გაფართოებას,” აღნიშნულია წერილში.
12 ივნისს რუსეთში მთავარი სახელმწიფო დღესასწაული ‘რუსეთის დღე’ აღინიშნება. 1990 წლის 12 ივნისს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო „დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“ და გადაწყდა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება. ეს ასევე ცნობილია, როგორც საბჭოთა კავშირის, როგორც სისტემის ოფიციალურ დაშლის თარიღად.
‘რუსეთის დღე’, როგორც სახალხო დღესასწაული 1994 წლის 12 ივნისიდან აღინიშნება. სამი წლის შემდეგ, რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა მას ‘რუსეთის დღე’ უწოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით რუსეთის ქალაქებში იმართება ოფიციალური საზეიმო ღონისძიებები.