Latest posts by Aliq Media (see all)
საერთაშორისო პრემია ‘ავრორას’ დასკვნითი ნაწილი ერევნის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიურ თეატრში 10 ივნისს, გალა კონცერტით დასრულდა.
წლევანდელი პრემიის ლაურიატი 78 წლის იურისტი და აქტივისტი ჩო ლაუნი გახდა, რომელსაც ჯილდო მიანმარის როჰინგი მოსახლეობის მიმართ გაწეული თავდადებისთვის ერგო.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი და ახლად არჩეული პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.
„მეხსიერება, მადლიერება, მშვიდობა, დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენი გზავნილია მსოფლიოში“. ასე დაასრულა არმენ სარქისიანი სიტყვა, მანამდე კი დამსწრე საზოგადოებას პრემია ‘ავრორას’ მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ყოველ დილით მზის სინათლე გვაძლევს ახალ იმედს, ახალ ცხოვრებას და ახალ მოლოდინს. ასეა ახალი სომხეთი, ახალი ამბიციებითა და ახალი ხედვით. ამ კონტექსტში, პრემია ავრორას კონკრეტული და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ასრულებს ხიდის ფუნქციას სომხეთსა და მთელს მსოფლიოს შორის“.
საზეიმო ღონისძიების დასრულებისთანავე 2019 წლის ჰუმანიტარული პრემია ‘ავრორას’ მოსაპოვებლად განაცხადის მიღება დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის 7 სექტემბრამდე გასტანს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრემია ავრორას ლაურიატების მიერ დასახელებულმა ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს სექსუალური ძალადობის 54 მსხვერპლს, 1168 ტოლვილს, 1148 ახალგაზრდას და 813 ბავშვს. სიღარიბეში მყოფ და ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ჯანდაცვის მომსახურება გაეწია 82867-ზე მეტ ადამიანს.
პრემია ავრორას მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მათ, ვისაც თავიანთი ცხოვრება, ჯანმრთელობა, თავისუფლება, რეპუტაცია ან სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.