Latest posts by Aliq Media (see all)
თუმოს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში საერთაშორი პრემია ‘ავრორას’ დაჯილდოების ცერემონიალის პირველი ნაწილი გაიმართა.
ღონისძიებაზე პრემია ‘ავრორას’ ისტორია დაარსებიდან დღემდე მიმოიხილეს. დამსწრე საზგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პრემია “ავრორას” დაფუძნებით ისინი, პატივს მიაგებენ სომხების გენოციდის შედეგად დაღუპულ ადამიანებსა და მათ, ვინც გენოციდის დროს განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს.
ღონისძიებაზე გაიხსენეს ავრორა მარდიგანიანი, რომლის პატივსაცემადაც ეწოდა ჰუმანიტარულ ინიციატივას ეს სახელი.
მარდიგანიანი 1915 წლის სომხების გენოციდის თვითმხილველი იყო, რომელიც გადარჩა და აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.
ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ წინა წლის გამარჯვებულები ‘შალომის სახლის’ და ჰოსპიტალ „რემას“ დამაარსებელი მარგარეტ ბარანკიტსი და ექიმი და მისიონერი ტომ კატენა.
დასასრულს, მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს 2018 წლის ლაურიატების საქმიანობის შესახებ რამდენიმეწუთიანი ფილმები აჩვენეს და სიმბოლური ჯილდოებიც გადასცეს.