Latest posts by Aliq Media (see all)
8 ივნისს ერევანში, ჰუმანიტარული პრემია „ავრორას“ რიგით მესამე საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია ოფიციალურად გაიხსნა.
სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს არარატის კონიაკისა და ღვინის ქარხნის მუზეუმმა უმასპინძლა.
სტუმრებს შორის იყვნენ წლევანდელი პრემიის ჰუმანიტარები სანიტა კრშანიანი, ტომას გონზალეს კასტილო და ჩო ლაუნი.
შესარჩევმა კომისიამ წარდგენილი 750 კანდიდატიდან სწორედ ეს სამი ჰუმანიტარი შეარჩია, რომელთაგანაც ერთ-ერთი 100 000 დოლარის მფლობელი გახდება. გამარჯვებულს ასევე მიეცემა შესაძლებლობა 1 მილიონი დოლარის ოდენობის პრემია გადასცეს იმ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომელსაც თავად აირჩევს.
პრემია ავრორა 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანია, პატივი მიაგონ სომხების გენოციდის შედეგად დაღუპულ ადამიანებსა და მათ, ვინც გენოციდის დროს განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს. „ავრორას“ მთავარი გზავნილია აჩვენოს მსოფლიოს ხალხი, რომელმაც გენოციდი გადაიტანა, საკუთარ თავში ძალა იპოვა და ახლა მზად არის სხვების დასახმარებლად.
საერთაშორისო ჰუმანიტარული პრემიის გამარჯვებული 10 ივნისს გამოვლინდება.