ეუთომ მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხეზზე მონიტორინგი განახორციელა

არცახის რესპუბლიკასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 8 ივნისს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დელეგაციამ არცახისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტაქტის ხაზზე, კერძოდ, ქალაქ მარტაკერტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რეგულარული მონიტორინგი ჩაატარა.

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინიგი განსაზღვრული დროის ფარგლებში განხორციელდა, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ეუთოს დელეგაცია წინა ხაზის პოზიციებზე არ დაუშვა.

არცახის მხრიდან მონიტორინგის მისიას თან ახლდა არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

Leave a Reply