სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის პროგრამის განხილვისას ვარდან ბოსტანჯიანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა პრობლემა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს.
“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრისას შევჯერდით, რომ რუსეთი სომხეთს გაზს სამართლიანი ფასით აწვდის. მაგრამ მე ვთქვი, რომ სომხეთის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არა ის, თუ რა ფასად აწვდის რუსეთი სომხეთს გაზს, არამედ ის თუ რა ფასს იხდის მოხმარებისთვის. სომხეთის მოქალაქე ვერ ხვდება, რომ რუსეთი შეღავათიანი ფასით აწვდის გაზს და ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს არაეფექტური მენეჯმენტი, მათ შორის კორუფციულ რისკებთან დაკავშირებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეკითხვაზე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქაც არსებობს პრობლემები, რომლებზეც მთავრობა მუშაობს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021