დაჯგუფება “სასნა წრერის” მეორე წევრი გაათავისუფლეს

დღეს, მოსამართლე არტუშ გაბრიელიანის გადაწყვეტილებით, “სასნა წრერ” ჯგუფის წევრი ტიგრან სარგსიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარგსიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ პატიმრობიდან გაათავისუფლეს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი არეგ კიურღიანი.

2016 წელს, შეიარაღებულმა ჯგუფმა “სასნა წრერ”- მა ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა 17 ივლისს შტურმით აიღო. ისინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდნენ. საბოლოოდ, ჯგუფის ყველა წევრი დააპატიმრეს, როგორც სომხეთში მიაჩნიათ, უსამართლოდ.

Leave a Reply