დიდი ბრიტანეთის პარლამენტში რამდენიმე კვირაში დაიწყება დისკუსია სომხეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე. ამის შესახებ სომხეთში ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით ფარნუორთმა განაცხადა გაერთიანებული სამეფო-სომხეთის ბიზნეს ფორუმზე. მისი თქმით, დისკუსიები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
“ბრიტანეთის მთავრობა არის შეთანხმების რატიფიცირების ეტაპზე, რაც ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ის არ განიხილავს აბსოლუტურ კომერციულ შეთანხმებას, მაგრამ ნიადაგს მოგიმზადებთ რეფორმების მხარდაჭერისთვის. როგორც წესი, ასეთი შეთანხმება ძალიან კარგად არის შესწავლილი და ვრცელდება ყველა ჩვენს სამინისტროში. დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც სომხეთი, არის საპარლამენტო ხელისუფლება და შეთანხმება უნდა განიხილოს პარლამენტმა”, – განაცხადა ელჩმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა განხილვის პროცესში დაბრკოლებები მოსალოდნელი, ელჩმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები პარლამენტია და მისი აზრით, განხილვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა არსებობდეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021