Latest posts by Aliq Media (see all)
5 ივნისს, თბილისის დროით 22:40 საათზე დედაქალაქის მოსახლეობამ მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნო. პირველადი მონაცემებით, თბილისში მიწისძვრის სიმძლავრემ 3-4 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ბოლო ინფორმაციით, 5.6 ბალიანი მიწისძვრა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 28 კილომეტრში დაფიქსირდა.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ შესულა.