ფეხბურთის კლუბ”ერევნის” ( წარსულში “ფიუნიკ”) პრეზიდენტის, ართურ სოღომონიანის განცხადეით, 8 ივლისს, სომხეთში მეგობრული მატჩები გაიმართება, რომელშიც ლათინური ამერიკისა და ევროპის გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.
სოღომონიანი ამ მეგობრული თამაშების ხელმძღვანელი გახლავთ. შეიქმნება ფანკლუბები დიდი ეკრანებით, საიდანაც შესაძლებელი იქნება შეხვედრებისთვის თვალის დევნება.
მეგობრულ მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ლეგენდები, როგორებიცაა რივალდო, ჰერნან კრესპო, დიდიე, კაფუ, პაოლო მალდინი, კახა კალაძე, რაიან გიგზი და სხვები.
შეხვედრა 8 ივლისს ერევნის ვიგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთები გაყიდვაში უახლოეს დღეებში იქნება, ხოლო შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება.