სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტიგრან ბალაიანმა ჟურნალისტებს 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე შეატყობინა, რომ 6 ივნისს, შესაძლოა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთში გაემგზავროს.
დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, საკანონმდებლო ორგანოს დუმას წარმომადგენლებთან, ასევე ინტერვიუ ერთ-ერთ რუსულ მედიასთან.
15 ივნისს, სომხეთში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ჩამოვლენ. თუმცა, არ არსებობს ახალი წინადადებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021