ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახის მცხოვრებლებმა მთავარი გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვენ გაათავისუფლონ თანასოფლელები, რომლებიც ხოზაპინის ტბაზე თევზაობისას დააკავეს.
სოფელ კარწახის მკვიდრები ჰარუთიუნ კობალიანი და არმან მიქაელიანი, 3 ივნისს, სოფელთან ახლოს მდებარე ხოზაპინის ტბიდან თევზჭერის გამო დააკავეს.
ეს არ არის ტბიდან თევზისა ან კიბორჩხალის დაჭერის გამო, დაკავების ან დაჯარიმების პირველი შემთხვევა. მანამდე, იმავე მიზეზით კარწახში კიდევ 4 პირი დააჯარიმეს.
“18 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გადავიხადე, თანასოფლელები დამეხმარნენ ფულის შეგროვებაში, მაგრამ ეს თანხა უნდა დავუბრუნო იმ ხალხს”, – JNEWS-თან საუბრისას განაცხადა სოფელი კარწახის მცხოვრებმა, რომელსაც ტბაზე თევზაობისთვის ჯარიმა გადაახდევინეს.
“გზას არ გავხსნით, სანამ ჩვენი ბიჭები არ დაგვიბრუნდებიან. ეს ტბა ჩვენია და არ გვიშვებენ თევზისა ან კიბორჩხალის დასაჭერად. თურქეთის მხრიდან შეიძლება თევზაობა, ჩვენთან არა? ჩემმა შვილმა იმის არაფერი დააშავა, რომ 50 000 ლარი ჯარიმა გადაიხადოს”, – აცხადებს სოფლის მცხოვრები და აჩვენებს, თუ რა პირობებში ცხოვრობს 13 სულიანი ოჯახი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021