სომხეთის პირველი პრეზიდენტი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე

სომხეთის პირევილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მოსაზრება გამოთქვა არცახში ბოლო დროს განვითარებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

” რევოლუცია, რომელიც სომხეთში მოხდა მთიან ყარაბაღში დაუშვებელია. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის და პოლიციის უფროსის გადადგომა საფრთხეს შეუქმნის არცახის უსაფრთხოებას, რაც ხელსაყრელი იქნება მტრისთვის. უშიშრობის და პოლიციის სამსახური არის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების შენარჩუნების გარანტი, რომლებიც არ შეიძლება შეირყას,”-აღნიშნა ტერ-პეტროსიანმა.

მესამე დღეა, არცახის დედაქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო რაც ძალოვანებმა ორი ახალგაზრდა სასტიკად სცემეს და ამისთვის არავინ დასჯილა. აქციის მონაწილეები ეროვნული უშიშროების სამსახურის და პოლიციის უფროსების გადადგომას ითხოვენ.

Leave a Reply