მესამე დღეა, რაც არცახის დედაქალაქ სტეფანაკერტში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტანტები ითხოვენ ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის და პოლიციის უფროსის გადადგომას.
“1-ელ ივნისს საღამოს, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტის ცენტრალურ ქუჩაზე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელებმა ორი მოქალაქე სცემეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია განემუხტათ, ორი ნაცემი მოქალაქე დააკავეს, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – წერს პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი საკუთარი Facebook- ის გვერდზე.
ამ ინციდენტის შემდეგ ათობით ადამიანმა სტეფანაკერტის ცენტრალური მოედისკენ მიმავალი ქუჩა გადაკეტა. შეკრებილების მოთხოვნა იყო ჩხუბში ჩართული სპეცრაზმელების დაპატიმრება.
მოგვიანებით პროტესტის მონაწილეებთან მოლაპარაკება მაღალჩინოსნებმა გამართეს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამველ კარაპეტიანმა, სახელმწიფო მინისტრმა არაიკ ჰარუთიუნიანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
არაიკ ჰარუთიუნიანმა შეკრებილ ხალხს ბაკო საჰაკიანის გარანტია გადასცა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, თუმცა მათ გზები უნდა გაათავისუფლონ და დაიშალონ.
“უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული უშიშროების სამსახურის სპეცრაზმმა ადამიანები სცემა. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ უნდა დაიშალოს ეს სამსახური ან გადაეცეს ჯარს”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021