31 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინინის ხელმძღვანელობით დელეგაცია სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ეს იყო პირველი მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი რეგიონში, სადაც ძირითადად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს.
ფაშინინის დელეგაცია წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში ჩავიდა, შემდეგ კი ნინოწმინდის რაიონის სოფელები ფოკა და განძა მოინახულა. განძაში იგი ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრა, შემდეგ უკვე სათას და ნინოწმინდას ესტუმრა და ვიზიტი ახალქალაქში სტუმრობით დაასრულა, სადაც მას ათასობით ადამიანი ელოდა.
ახალქალაქში ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეუერთდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჯავახეთში ვიზიტის დროს ასევე შეხვდა კუმურდოს მეტროპოლიტ ნიკოლოზ ფაშუაშვილს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შემდგ ფაშინინი წმინდა ჯვრის ეკლესიას ესტუმრა.
აღსანიშნავია, რომ ფაშინიანის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო 20 წლის განმავლობაში სომხეთის ლიდერები საქართველოში ოფიციალური ვიზიტების დროს ჯავახეთში არ ყოფილან.