Latest posts by Aliq Media (see all)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აქციის მონაწილეებთან რუსთაველზე მივიდა. თუმცა მომიტინგეებმა მას პროტესტი გამოუცხადეს და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცენ.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს,” განაცხადა პრემიერმა. მან ასევე შესთავაზა რამდენიმე პუნქტი, თუმცა აქციის მონაწილეებმა მხოლოდ 1 პუნქტი ათქმევინეს, რომ ხვალიდან გამოძიებას შსს გააგრძელებს.
კვირიკაშვილს აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საუბარი შეაწყვეტინეს, შეძახილებით “წადი!”.
პრემიერმა აქცია დატოვა.
აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს მთავრობა. მათ პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ შეუერთდეს აქციას და გადაააყენოს მთავრობა.