სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არტურ გრიგორიანმა 31 მაისს, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს უმასპინძლა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები და პერსპექტივები, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში.
ელჩმა გრიგორიანს გადასცა, რომ 6 ივნისს გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ბიზნესმენი სომხეთს ეწვევა ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის მიზნით.
ორივე მხარემ ინიციატივა გამოაჩინა ურთიერთ თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე.