ახალქალაქის სოფელ ხორენიას ცხოვრების რთული პირობები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორენია, სადაც 140 ოჯახი ცხოვრობს, ახალქალაქი-ნინოწმინდის გზამტკელილიდან 2.5 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა მოსახლეობა  აცხადებს, რომ ისინი დანარჩენი საქართველოდან მოწყვეტილად ცხოვრობენ.

სოფლის ძირითად პრობლემას სასმელი წყლის ნაკლებობა და გზების ცუდი მდგომარეობა წარმოადგენს. სოფელში მხოლოდ ერთი წყაროა, რომელსაც ადგილობრივები სასმელად ხმარობენ, ხოლო საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის ჭის წყალს იყენებენ, თუმცა შეზღუდულად.

სოფლელში ერთადერთი ხიდი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა ახალქალაქში ან მიმდებარე სოფლებში გადადის ცუდ მდგომარეობაშია, რადგან აშენების შემდეგ არ განახლებულა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ზამთარში ზოგჯერ დღეების განმავლობაში გზები დიდთოვლიანობის გამო იკეტება და ისინი იძულებულები ხდებიან სოფელ ზიგრაშენის გავლით ახალქალაქში ჩავიდნენ.

სოფელში ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილები არ არსებობს. გასულ წელს სოფლიდან რუსეთში სამუშაოდ 50% წავიდა, წელს კი ახალგაზრდობის დაახლოებით 70%- მა დატოვა მშობლიური მხარე .

 

Leave a Reply