საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ეწვია.
ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაემგზავრა, სადაც 11:00 საათზე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფაშინიანი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021