Latest posts by Aliq Media (see all)
29 მაისს, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი დადო, სადაც აფხაზეთის მოსახლეობას სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს.
” სირიამ დღეს აღიარა აფხაზეთი, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. გილოცავთ ყველას! არ არსებობს უკეთესი საჩუქარი გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე,” წერს კოვე.
სირიის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებას ადასტურებს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. განცხადება 29 მაისს, ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
დღემდე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს რუსეთის ფედერაციამ (26 აგვისტო, 2008), ნიკარაგუამ (5 სექტემბერი, 2008), ვენესუელამ (10 სექტემბერი, 2008) და ნაურუმ (15 დეკემბერი, 2008).