საპროტესტო აქცია ერევანში ლოზუნგით “სახელმწიფო უნივერსიტეტის რესტარტი”

29 მაისს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსთან ათასობით სტუდენტი შეიკრიბა, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორის არამ სიმონიანის წინააღმდეგ აქციას მართავენ. სტუდენტები რექტორის გადადგომას, სამეურვეო საბჭოს ლიკვიდაციას და უნივერსიტეტში ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუცია, ქვეყნის კულტურული და იდეოლოგიური რევოლუციაა და სახელმწიფო უნიერსიტეტის ამჟამინდელი მდგომარეობა არ ემთხვევა რევოლუციის პრინციპებს და ღირებულებებს.

“გაუმარჯოს თავისუფალ სტუდენტს, დამოუკიდებელ ლექტორს”, “ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს რესტარტი, – სკანდირებდნენ სტუდენტები.

“ჩვენ დაახლოებით ერთი თვე დაველოდეთ იმ იმედით, რომ უნივერსიტეტში გარკვეული წინსვლა მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი შეიცვალა. უნივერსიტეტის უამრავი პრობლემის გათვალისწინებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის, აკადემიური თავისუფლების, ფინანსების არასწორი განაწილების პრობლემები ჩვენთვის მიზეზი გახდა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, მათ შორის, რექტორის გადადგომა მოვითხოვოთ. სტუდენტების უფლებები დარღვეულია, ასე ვერ გაგრძელდება, ქვეყანაში სხვა ვითარებაა შექმნილი, სიტუაცია შეიცვალა და თუ უნივერსიტეტის მთავრობა არ შეცვლის არაფერს, მაშინ წავიდეს ,” –  განაცხადა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დავით პეტროსიანმა.

 

Leave a Reply