28 მაისს, საქართველოდან თურქეთისკენ მიმავალი გზა მთიანი რეგიონის სამცხე-ჯავახეთის სოფელ სულდას მახლობლამ გადაიკეტა. რამდენიმე ათეული ადგილობრივი მაცხოვრებელი მას შემდეგ გამოვიდა ქუჩაში, რაც მათ წინა ღამით 65 ძროხა მოპარეს. ამის შესახებ ჯავახეთის საინორმაციო ცენტრი იუწყება.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებაა. მათ აღნიშნეს, რომ გზის გადაკეტვით ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მოპოვება სურდათ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ, აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ 1-ელ ივნისამდე შეაჩერონ აქცია.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ღამით, როდესაც მწყემსებს ეძინათ, მათ ოთხი ადამიანი დაესხა თავს. რვა მწყემსს ხელები ხელნაკეთი ბორკილებით დაუბეს და საქონელი გაიტაცეს. როგორც ერთ-ერთი მწყემსი ჰყვება, გამტაცებლები თურქულად ლაპარაკობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის რაიონის საზღვრისპირა სოფლებში ძირითადად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საქონლის მოპარვა აქ ხშირად ხდება, პირველად მსგავს შემთხვევა 2008 წელს მოხდა. სოფლების მოსახლეობის თქმით, ამას თურქეთიდან გადმოსული ადამიანები აკეთებენ.
სოფელი სულდის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთთან მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობის ეშინიათ. ღამე არ შეუძლიათ წყნარად იძინონ, რადგან ყოველ წუთს ელოდებიან, რომ მოვლენ მათ სახლებში და ოჯახის წევრებს ზიანს მიაყენებენ.