“ძალის გამოყენება მიუღებელია ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში,” ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.
“საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი როლი,”- განაცხადა მან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი პრაგმატული და შემოქმედებითი გზით უნდა მოხდეს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავდგათ წინ ნაბიჯი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა მან.
სომხეთში დემოკრატიის შესახებ საუბრისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთი განაგრძობს სომხეთის დემოკრატიის მხარდაჭერას.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ერევანში სომეხი კოლეგის მოწვევით იმყოფება. იგი ეწვია წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს და მონაწილეობა მიიღო პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021