ბრიჯიტ ბრინკი: აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას სომხეთთან

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 მაისს, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ  ბრინკის ხელმძღვანელობით დელეგაციას უმასპინძლა.

არმენ სარგსიანი მიესალმა სტუმრებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების მაღალი დონიდან გამომდინარე სომხეთი დაინტერესებულია ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.

ბრინკმა სარგსიანს სომხეთის პრეზიდენტად არჩევა და სომხეთის პირველი სახელმწიფოს 100 წლის იუბილე მიულოცა.

“აშშ სომხეთთან გააგრძელებს თანამშრომლობას სომხეთში კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლის, ამერიკული ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, სამოქალაქო უფლებების დაცვისა და ტურიზმის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბრინკმა.

 

Leave a Reply