“ალიქ მედია” დაუკავშირდა სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს სამსონ გალსტიანს, რათა დააზუსტოს გავრცელებული ინფორმაცია “აფხაზური პასპორტით სომხეთის საზღვრის გადაკვეთის” შესახებ.
ბატონი გალსტიან, ქართული მედიაში პუბლიკაციები გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც მოქალაქემ “აფხაზური პასპორტით” სომხეთის საზღვარი გადაკვეთა. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
“ჩვენ გავეცანით ზემოთ აღნიშნულ ქართული პრესის პუბლიკაციებს. გამოძიება ხორციელდება მათი ნამდვილობის შესამოწმებლად. ჩვენ შედეგების შესახებ ქართულ პარტნიორებს შევატყობინებთ,” განაცხადა გალსტიანმა.
აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, გვიან ღამით timer.ge-იმ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სომხეთში აფხაზური პასპორტი აღიარეს” . საინფორმაციო ვებ-გვერდი წერს, რომ “მაშინ, როდესაც თბილისში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს გულთბილად მასპინძლობენ, თავად სომხეთში აფხაზეთის სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა ფაქტიურად აღიარეს.”
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021