სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინინმა ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა. ფაშინინმა კვირიკაშვილს წარმატება, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობა უსურვა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობები, ისევე როგორც სომხურ-ქართული სახელმწიფოთშორისი კავშირის მაღალი დონე, ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის” , – აცხადებს ფაშინინი.