სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა აშოტ ჰაკობიანმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 24 მაისს დილით საქართველო -რუსეთის საზღვარზე, კერძოდ ლარსზე, რომელსაც სომხეთი რუსეთთან სატრანსპორტო კორიდორად იყენებს, სომხურ ავტობუსი არ გაუშვეს.
აშოტ ჰაკობიანის სიტყვებით, ეს დაკავშირებულია შეთანხმებასთან, რომელიც რუსეთთან შარშან გაფორმდა და ითვალისწინებს მგზავრთა გადაყვანას მხოლოდ ლიცენზირებული და ავტორიზებული ორგანიზაციების მიერ.
“გარდა ამისა, წელს რუსეთში გაიმართება ფეხბურთის ჩემპიონატი, ამიტომაც ტრანსპორტირების წესები გამკაცრდება,” აღნიშნა მინისტრმა.
ჰაკობიანის აზრით, რუსულმა მხარემ ცოტა იჩქარა ლიცენზირების განხორციელება, რის გამოც სომხურმა მხარემ ჯერ ვერ შეძლო იმ კომპანიების სიების გადაცემა, რომლებსაც აქვთ მგზავრთა გადაყვანის უფლება.