24 მაისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის აპარატის დირექტორს ჟან-ლუი ათანგანა ამუგუს და გენერალური მდივნის სპეციალურ მრჩეველს ერვე ლადსუის უმასპინძლა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიწვეული სტუმრების მისალმების შემდეგ მინისტრმა მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტის ორგანიზებას და რომ მომავალი თავმჯდომარეობა უმაღლეს ორგანოში არის სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
ჟან-ლუი ათანგანა ამუგუმ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და გენერალური მდივნის მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს 2018 წელს სომხეთში ფრანკოფონიის ერევნის სამიტის მზადების საორგანიზაციო საკითხები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021