უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვის წერილში წერია, რომელიც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს გაუგზავნა.
“ამერიკელი ხალხის სახელით გილოცავთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დღეს და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანას, ამერიკის შეერთებული შტატებს გულწრფელად სურს ითანამშრომლოს თქვენთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. უახლოეს მომავალში მოვძებნით შესაძლებლობებს კონფლიქტის დარეგულირებისთვის, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამერიკულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს “, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.
“ჩვენ ერთად შეგვიძლია წარმატებით ვებრძოლოთ ტერორიზმს, შევქმნათ სამუშაო ადგილები, და გავაუმჯობესოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოება. პროგრესი, რომელსაც მივაღწევთ კორუფციასთან ბრძოლაში და მთიანი არაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ამ ძალისხმევას დაეხმარება,” აღნიშნავს ამერიკის პრეზიდენტი.
“საუკეთესო სურვილებით თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს,” წერია წერილში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021