აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სომხების გენოციდის აღიარების საკითხს განიხილავს. კონგრესში დისკუსისების დროს, როდ აილანდის შტატის კონგრესმენმა დეივიდ სისილინიმ კითხვით მიმართა სახელმწიფო მდივანს:
“როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, წინა სახელმწიფო მდივნებისგან განსხვავებით, თქვენ აღიარებთ თუ არა პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდს?” რაზეც პომპეომ უპასუხა, რომ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. “თუმცა მე განვიხილავ ამ საკითხს”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
დებატების დროს, კალიფორნიის შტატის კონგრესმენმა ბრედ შერმანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ამერიკული გამანადგურებელ-ბომბდამშენის F-35 -ის გაყიდვა. სომხების გენოციდზე და მასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის განხილვისას, დემოკრატმა კონგრესმენმა ბრედ შერმანმა აღნიშნა:
“იმედი მაქვს, რომ კონგრესი გადაწყვეტილებას მიიღებს ოსმალეთის იმპერიის მილიონობით მსხვერპლთა, სომხების, ბერძნების, ასურელების და სირიელების ხსოვნასის პატივსაცემად”.
amerikayidzayn.com