სომხეთის პრეზიდენტი: სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები პოზიტიურია

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი მიიჩნევს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში უნდა გაღრმავდეს. ამის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ იუწყება.

„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები პოზიტიურია. ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდება. ჩვენ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენი ქვეყნის ხალხი ერთად მუშაობდნენ წლების განმავლობაში. ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში უნდა გაღრმავდეს“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დადგა დრო, რომ „ქართველი მეგობრები ისეთი სიხშირით სტუმრობდნენ სომხეთს, როგორც სომხები საქართველოს“.

interpressnews.ge

Leave a Reply