სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისს, 13:30 საათზე სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამხედრო ნაწილში დაღუპული ჯარისკაცის სხეული იპოვეს.
20 წლის, ქალაქ გიუმრის მკვიდრს, მარტინ ხაჩატრიანს სასიკვდილო ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. საქმის გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამშრომლებს.