19 მაისს, თბილისის “არენა სპორტის” კომპლექსში ჩოგბურთის სასკოლო ოლიმპიადის ფინალური მატჩი ჩატარდა, სადაც ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვას საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
ოლიმპიდაზე 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას, არაგვას გუნდმა გაიმარჯვა ჯერ ახალქალაქის რაიონის ფარგლებში, შემდეგ რეგიონალურ მასშტაბით და თბილისში საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.
გუნდი მონაწილეობას მიიღებს სუპერ ფინალში. არაგვას გუნდმა თბილისის 90-ე სკოლის გუნდს ანგარიშით 63-32, კასპის გუნდს კი 63-28 მოუგეს.