სომხეთის მთავრობის ვებ-გვერდის e-gov.am ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ვაჰაგნ მელიქიანი საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი მდივანი გახდა.
48 წლის ვაჰაგნ მელიქიანი ერევანში დაიბადა, დაამთავა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბული ენის მიმართულება. 2006 – 2012 წლებში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ელჩის თანამდებობას იკავებდა ასევე ქუვეითის, კატარის, არგენტინის, ურუგვაის, პარაგვაის, ჩილეს რესპუბლიკებში. ფლობს ინგლისურ, რუსულ, არაბულ და ფრანგულ ენებს.