ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ექიმი ვაჰე ტერ-მინასიანი გახდა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ თოროსიანის განკარგულებით, პროფესიით ექიმი ვაჰე ტერ-მინასიანი მინისტრის მრჩეველად დაინიშნა. ამის შესახებ თავად ტერ-მინასიანი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს.

” 22 მაისს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით მინისტრის მრჩევლად დამნიშნეს, რაც ჩემთვის საპატიო და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. მაქსიმალურ ენერგიას ჩავდებ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი მხარდაჭერით  წარმატებას მივაღწევთ,” – განაცხადა ტერ-მინასიანმა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია სომხურ არხზე “შანთი” გადაცემა “ნუ აზიანებ” მიყავს.

ვაჰე ტერ-მინასიანი პროფესიით ონკოლოგ -გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გახლავთ. 2013 წლიდან ქირურგიული გინეკოლოგიის სამსახურის უფროსია სომხურ-ამერიკულ ჯანდაცვის ცენტრში . 2009 წლიდან დღემდე ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტში უფროსი ლექტორია.

Leave a Reply