ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინინს მილოცვის წერილი გაუგზავნა

ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის თაობაზე მილოცვის წერილი გაუგზავნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

“სომხეთთან ინდოეთის ურთიერთობები ისტორიული, თბილი და მეგბრულია. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ეს ურთიერთობები უფრო გამყარდება, რისთვისაც მზად ვარ თქვენთან ვითანამშრომლო,” – ნათქვამია წერილში.

ნარენდრა მოდი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეა, გუჯარათის შტატის მთავარი მინისტრი 2001  წლის 7 ოქტომბრიდან. სახალხო პარტიის ლიდერი. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას  2014 წლის 26 მაისიდან იკავებს.

Leave a Reply