უახლოეს მომავალში, სომხეთის სამხედრო ტექნიკა შეივსება რუსეთის უახლესი საზენიტო-სარაკეტო Тор-М2 დანადგარებით, ამის შესახებ სომხეთის ანტი-საჰაერო თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილემ არტურ სოღომონიანმა გადაცემა “ზინუჟში” სტუმრობისას განაცხადა.
სოღომონიანის თქმით, კომპლექსი უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ეკიპაჟის გარეშეც შეუძლია ცეცხლის გახსნა საჰაერო სამიზნეების მიმართ. სომხეთის შეიარაღებულ ძალებში დანადგარის შეძენა 100 მილიონიანი სესხის ფარგლებში მოხდება.