სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 მაისს, დაახლოებით 11:00, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის სამხედრო ნაწილში ცეცხსასროლი იარაღით 19 წლის ჯარისკაცი გარდაიცვალა. რიგით ჰამლეტ გრიგორიანს ცეცხსასროლი იარაღით ჭრილობა ქვედა ყბასა და თავზე ჰქონდა მიყენებული.
ჯარისკაცის დაღუპვის მიზეზების გასარკვევად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რათა სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ყველა გარემოება და მიზეზი დადგინდეს.