Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში ქართველი მხატვრის ცირა კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ერევანში, “სარგის მურადიანის” სახელობის გალერეაში, გახსნის ცერემონიას ავტორიც ესწრებოდა, რომელმაც “ალიქ მედიას”-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოფენის მოწყობა შესაძლებელი გახდა მისი დიდი ხნის მეგობრის, ზარუჰი მურადიანის დახმარებით, რომელიც ასევე გალერიის ხელმძღვანელია.
“ზარუჰს 1985 წელს შევხდი პირველად, შორჟის მხატვრების შემოქმედებით სახლში, სომეხ მხატვრებთან ერთად, ჩვენც გვქონდა გამოფენა, მაშინ ჩვენი ნამუშევრები ერევანში იყო გამოფენილი. მაგრამ ეს არის პირველი პერსონალური გამოფენა ერევანში. ძალიან მიხარია, რომ აქ ჩემს ახლობლებში ვარ. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და აქ ბევრი მეგობარი მყავს”, – ამბობს მხატვარი და ხაზს უსვამს სომხურ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნებას ხელოვნების საშუალებით.
ცირა კალანდაძე წარმოშობით მხატვრების ოჯახიდანაა. მამამისი ცნობილი ქართველი მხატვარი ედმონდ-გაბრიელ კალანდაძეა, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის პრეზიდენტი იყო. კალანდაძის ბაბუის ძმა ცნობილი დავით კაკაბაძეა, რომლის სახელობის ქუჩახ არის თბილისში.
აპლიკაციით კალანდაძე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქმიანობს. გამოფენაში წარმოდგენილ აპლიკაციებში ხაზგასმით ჩანს ქართული ეროვნული იდენტურობა. მარტივი, ყოველდღიური საგნების გამოსახულება ქმნის უნიკალურ ფერს და განწყობას.
გალერეის დირექტორმა ზარუჰი მურადიანმა აღნიშნა, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში სურდა ქართული ხელოვანების წარმოდგენა.
“კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა ძალიან მოულოდნელად მოხდა. მასთან სახლში ვიყავი და ძალიან მომეწონა მისი ნამუშევრები, ხოლო გამოფენის განხორციელება და ნამუშევრების ჩამოტანა ძალიან იოლად მოხერხდა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, ჩემი გალერეა სავსეა მხიარული, ნათელი და ეროვნული ხელოვნებით”, – ამბობს მურადიანი.
გამოფენა 30 მაისამდე გაგრძელდება და შესვლა თავისუფალია.