სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 17 მაისს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი მიიღო, იტყობინება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.
CSTO-ის გენერალურმა მდივანმა ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
CSTO- ის გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრს ორგანიზაციის ნორმატიული აქტები, დღის წესრიგისა და დაგეგმილი ღონისძიებების მომავალი სხდომის მომზადების პროცესი წარუდგინა.
მხარეებმა ასევე განიხილეს CSTO-ის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების რამდენიმე საკითხი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021